ფეხბურთი

23:51 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა სამ ფეხბურთელზე უარი თქვა

მადრიდის „რეალს“ დამდეგ ზაფხულს სამი ფეხბურთელი ნამდვილად დატოვებს. ამის შესახებ Marca იტყობინება, რომელიც წერს, რომ ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილს, მარკოს ლორენტესა და დანი სებალიოსს გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა.

ფრანგი სპეციალისტის გეგმებში ხსენებული ფეხბურთელები არ ჯდებიან და ზაფხულში ისინი „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვებენ.

ჯერჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას უელსელი ვარსკვლავის აგენტი არც ადასტურებს და არც უარყოფს.

აქვე გეტყვით, რომ მანამდე გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვითაც ზიდანი „რეალში“ ლუკა მოდრიჩის შენარჩუნებასაც არ აპირებს.

0.120689