ფეხბურთი

22:21 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" მძიმე ვითარება - სალაჰი "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებს

ინგლისური „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩს კატალონიის „ბარსელონას“ წინააღმდეგ ურთულეს ვითარებაში ხვდება. როგორც მერსისაიდელთა ვებგვერდი იტყობინება, მოჰამედ სალაჰი ხსენებულ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„მისი გამოჯანმრთელების საკითხი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ სალაჰი „ბარსელონასთან“ ხვალინდელ შეხვედრაში ვერ ითამაშებს“, - წერს ინგლისური გრანდის ვებგვერდი.

მოგეხსენებათ, სალაჰმა ტრავმა შაბათს, „ნიუკასლ იუნაიტედთან“ (3:2) შეხვედრაში მიიღო. ეგვიპტელის გარდა „ლივერპულს“ რობერტო ფირმინოც ვერ დაეხმარება და ეს ინფორმაციაც ოფიციალურადაა დადასტურებული.

ორი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნითა და იმის გათვალისწინებით, რომ პირველი თამაში „კამპ ნოუზე“ ესპანელებმა 3:0 მოიგეს, „ლივერპულის“ ფინალში გასვლის შანსი ძალიან დაბალია.

0.115211