ფეხბურთი

15:51 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარის მე-15 საგოლე გადაცემა

პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩში „ჩელსიმ“ შინ „უოტფორდი“ 3:0 დაამარცხა. „არისტოკრატთა“ ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში 15 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რითაც „ბორმუთის“ ფეხბურთელს რაიან ფრეიზერს გადაასწრო, რომელსაც 14 პასი აქვს.

აზარის 15 პასი არამარტო ინგლისში, არამედ ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. ლა ლიგის საუკეთესო მეპასე ლიონელ მესია, რომელსაც 13 საგოლე გადაცემა აქვს.

აზარს 15 პასთან ერთად 16 გოლი აქვს გატანილი.

თეგებიედენ აზარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113305