კალათბურთი

12:10 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„დენვერმა“ და „ტორონტომ“ სერიაში ანგარიში გაათანაბრეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი შეხვედრა გაიმართა.

„ფილადელფია“ შინ „ტორონტოს“ დაუპირისპირდა და 96:101 წააგო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, სადაც კავაი ლეონარდი და მისი თანაგუნდელები უფრო ზუსტად ისროდნენ. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კავაი გახლდათ, რომელმაც გუნდს 39 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი შესძინა. „ფილადელფიაში“ ბატლერი 29 ქულით, 11 მოხსნით და 4 პასით გამოირჩა. სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მეხუთე შეხვედრა კანადაში 8 მაისს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

„დენვერმა“ გასვლაზე „ პორტლენდს“ 116:112 აჯობა. პირველი სამი პერიოდი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მესამე პერიოდის ბოლოს დენვერელები დაწინაურდნენ და მას შემდეგ „პორტლენდმა ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა. მაკალომმა 29 ქულა ჩააგდო, ლილარდმა 28, „დენვერში“ ნიკოლა იოკიჩი სამმაგი დუბლით გამოირჩა, 21 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი. იოკიჩმა მიმდინარე პლეი ოფში მე-4 სამმაგი დუბლი შეასრულა. პლეი ოფის ერთ სეზონში მინიმუმ 4 სამმაგი დუბლი იოკიჩის გარდა კიდევ ექვს კალათბურთელს აქვს შერულებული. ლებრონ ჯეიმსი, მეჯიქ ჯონსონი, ოსკარ რობერსტონი, რაჟან რონდო, ჯეისონ კიდი და უილტ ჩემბერლენი.

სერიაში ანგარიში „დენვერმა“ 2:2 გახადა. მომდევნო მატჩი 8 მაისს თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.

„ფილადელფია“ – „ტორონტო“ 96:101 (21:24, 24:23, 30:28, 21:26)

https://www.youtube.com/watch?v=0rkz5UUb0Ak

„პორტლენდი“ – „დენვერი“ 112:116 (33:29, 30:28, 14:27, 35:32)

https://www.youtube.com/watch?v=ms21KDulSHA

0.145803