ფეხბურთი

14:00 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "იქ ყოფნა დავიმსახურეთ, სადაც ვართ"

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა არ დაუმსახურებია, რადგან კარგად ვერ თამაშობდა.

ნორვეგიელი იქვე განმარტავს, რომ სეზონის შუაში გუნდის გადაწყობა და საქმის თავიდან დაწყება ძალიან რთულია.

„ჩვენ ვარ იქ, სადაც ვართ და ეს დავიმსახურეთ. სეზონის განმავლობაში არ ვიყავით საკმარისად კარგები, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გვებრძოლა. ვერ დავაგროვეთ საჭირო ქულები, ვერ მოვიგეთ საკმარისი თამაშები, ვერ გავიტანეთ საკმარისი გოლები. ყოველთვის რთულია მწვრთნელისთვის საქმის სეზონის შუა ნაწილში დაწყება.

ამ მომენტში ჩვენს წინაშე დიდი და რთული გამოწვევა დადგა, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამას გავუმკლავდებით“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის დასრულებამე ერთი ტურით ადრე ოთხეულში მოხვედრის შანსი დაკარგა და შესაბამისად, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

0.115301