ფეხბურთი

2:02 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს, კვალიარელა - ბომბარდირობაზე

სეზონი დასასრულს რაც უფრო უახლოვდება, ბერგამოს „ატალანტა“ მით უფრო ახლოს მიდის ისტორიულ შედეგთან - ჩემპიონთა ლიგის საგზურთან. ჯამპიერო გასპერინის გუნდი ბოლო დროს ფანტასტიკურ ფორმაშია და გზად ყველას და ყველაფერს აცამტვერებს.

ახლაც ასე იყო, არადა, ლომბარდიელებს რთული საგარეო თამაში ჰქონდათ, რომში, „ლაციოსთან“, რომლისთვისაც თავის მხრივ ბოლო შანსი იყო, რომ ოთხეულისთვის ებრძოლათ. მატჩის, „არწივებისთვის“ იდეალურად დაიწყო და მესამე წუთზე მარკო პაროლომ ანგარიში გახსნა. თუმცა, ეს სიმონე ინძაგის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მთელ შეხვედრაში. მერე, „ატალანტამ“ საქმეს სერიოზულად მიჰყო ხელი და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. დუვან ძაპატამ მორიგი გოლი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს გაადაასწრო ბომბარდითა დავაში, თუმცა ფაბიო კვალიარელას ჩამორჩება. მეორე ტაიმში კი კასტანეს გოლმა და უოლასის ავტოგოლმა ყველაფერი ნათელი გახადეს. „ატალანტა“ ამასობაში არამატო მეოთხე ადგილის შენარჩუნებაზე, არამედ მესამე ადგილზეც ფიქრობს. თავად განსაჯეთ, გასპერინის ბიჭები მდევარ „რომას“ სამი ქულით უსწრებენ და წინ მყოფ „ინტერს“ კინკილა ქულით ჩამორჩებიან.

ამასობაში, „რომამ“ გენუაში, „ჯენოასთან“ ბოლო წუთზე გაანიავა ორი ქულა და ვინძლო, ეს ძალიან, ძალიან ძვირად დაუჯდეს. არადა, სტეფან ელ შაარავიმ უგოლო მატჩში 82-ე წუთზე გახსნა ანგარიში და თითქოს „ჯალოროსის“ მორიგი გამარჯვება უნდა მიეთვალა, მაგრამ დარჩენილ დროში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სახლში სამის ნაცვლად, ერთი ქულით მოუწია დაბრუნება. კლაუდიო რანიერის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონასთან სამი ქულა ჰყოფს და სამ ტურში ეს ისეთი ჩამორჩენაა, საფიქრალს უნდა უჩენდეს.

35-ე ტურმა ერთი ვერდიქტი გამოიტანა, რომელიც დროის საკითხი იყო - „ფროზინონე“ გავარდა. მიუხედავად იმისა, რომ „სასუოლოსთან“ სტუმრად ტაიმი მოიგო, შემდეგ უპირატესობა გაანიავა და მოპოვებული 1 ქულა ბრძოლაში დასარჩენად საკმარისი სულაც ა გამოდგა.

თავის მხრივ, ელიტაში ადგილის შენარჩუნების დიდი იმედი გაუჩნდა ლევან მჭედლიძის „ემპოლის“, რომელმაც ტოსკანურ დერბიში „ფიორენტინას“ მოუგო. ქართველი 90 წუთი სათადარიგო სკამზე იჯდა, ხოლო მისმა თანაგუნდელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. „ემპოლი“ სამშვიდობოს მყოფ „უდინეზეს“ ორი, „ჯენოას“ კი ოთხი ქულით ჩამორჩება და სამ ტურში ყველაფერი შესაძლებელია.

ფაბიო კვალიარელა ბომბარდირთა დავაში პოზიციებს იმყარებს. 35 წლის იტალიელმა „პარმასთან“ დუბლი გაიფორმა და კრიშტიანუ რონალდუს უკვე 4 გოლით გაასწრო. ეს სერიოზული განაცხადია ბომბარდირობისთვის და ალბათ, თავად კვალიარელაც კარგად ხვდება, რომ ასეთი შანსი აღარ ექნება. თავად შეხვედრა კი, მხიარული გამოდგა და ფრედ, 3:3 დასრულდა.

დღის ბოლო მატჩში „ნაპოლი“ „კალიარისთან“ აგებდა, მაგრამ ბოლო 5 წუთში თამაში შემოატრიალა და პირდაპირ რომ ვთქვათ, არაფრის მომცემი გამარჯვება მოიპოვა. 35-ე ტური ორშაბათს, „მილანისა“ და „ბოლონიას“ თამაშით დასრულდება. ლომბარდიული გრანდისთვის ეს ბოლო შანსია, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დარჩენა მოახერხოს.

„ემპოლი“ – „ფიორენტინა“ (1:0)

გოლი: 1:0 ფარიასი (54)

„პარმა“ – „სამპდორია“ 3:3 (1:2)

გოლები: 1:0 გაცოლა (2), 1:1 კვალიარელა (28), 1:2 დეფრელი (38), 1:3 კვალიარელა (61), 2:3 კუცკა (67, პენ), 3:3 ბასტონი (71)

„ლაციო“ – „ატალანტა“ 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 პაროლო (3), 1:1 ძაპატა (22), 1:2 კასტანე (58), 1:3 უოლასი (76, ა.გ)

„სასუოლო“ – „ფროზინონე“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 სამარკო (8), 0:2 პაგანინი (36), 1:2 ფერარი (66), 2:2 ბოგა (77)

„ჯენოა“ – „რომა“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ელ შაარავი (82), 1:1 რომერო (90)

„ნაპოლი“ – „კალიარი“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 პავოლეტი (63), 1:1 მერტენსი (85), 2:1 ინსინიე (90, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.181084