ფეხბურთი

1:32 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი ერთისთვის - ბუნდესლიგაში დიდი კითხვის ნიშანი დაისვა

„ბაიერნი“, „დორტმუნდი“ და „ლაიფციგი“ - ეს, იმ გუნდთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გერმანიას დამდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში წარადგენენ. აი, ვინ იქნება მეოთხე გუნდი, ეს ჯერ უცნობია და უცნობი იქნება, მანამ, სანამ ბუნდესლიგის 2018-2019 წლების სეზონი ოფიციალურად არ დასრულდება.

სანუკვარი ერთი ადგილისთვის ხუთი გუნდი აცხდებს რეალურ პრეტენზიას: „აინტრახტი“, „ლევერკუზენი“, „გლადბახი“, „ვოლფსბურგი“ და „ჰოფენჰაიმი“. ხსენებულ 5 გუნდს ერთმანეთისგან ოდენ 3 ქულა განასხვავებთ.

ტურის დასკვნით მატჩში „ლევერკუზენმა“ სწორედ „აინტრახტს“ უმასპინძლა და ჩინებული შანსი ჰქონდა ქულებით გათანაბრებოდა. ასეც მოხდა, ფრანკფურტელებმა როგორც ჩანს, ევროპა ლიგის ნახევარფინალს დიდი ძალა შეალიეს და „ბაი არენაზე“ სრულიად გამოფიტულნი და უფერულად ირჯებოდნენ. 6:1 – „ბაიერმა“ „აინტრახტი’ დაარბია და ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა, რაც ბუნდესლიგისთვის სარეკორდო მაჩვენებელი გამოდგა. შედეგად, „ლევერკუზენსაც“ 54 ქულა აქვს „აინტრახტის“ დარად და ყველაფერი ბოლო ორ ტურში უნდა გაირკვეს.

ვიმეორებთ, „გლადბახი“ (52 ქულა), „ვოლფსბურგი“ (52) და „ჰოფენჰაიმი“ (51) არაფერს დათმობენ. მოკლედ, ბევრი საინტერესო გველოდება დამდეგ ორ უიქ-ენდზე.

გელზენკირხენის „შალკე“ შინ „აუგსბურგს“ დაუზავდა და ბუნდესლიგაში დარჩენის საკითხი როგორც იქნა, საბოლოოდ გადაჭრა. რა თქმა უნდა, სეზონის წინ რთული წარმოსადგენი იყო, რომ „ხუმარები“ 32-ე ტურში მსგავსი ამოცანის წინაშე დადგებოდნენ, მაგრამ ეს რეალობაა და ახლა გელზენკირხენელები ამ სეზონს მხოლოდ კარგ გაკვეთილად თუ გამოიყებენენ.

და ბოლოს, უმოტივაციო „ფრაიბურგი“ და „დიუსელდორფი“ ერთმანეთში მშვიდად დაზავდნენ და ორივე გუნდისთვის ეს სეზონი აქტივში უნდა შევიტანოთ, რადგან ელიტაში დარჩენა ორივემ მოახერხა.

„შალკე“ – „აუგსბურგი“ 0:0 (0:0)

„ფრაიბურგი“ – „დიუსლედორფი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 გრიფო (9, პენ), 1:1 კოვნაცკი (31)

„ლევერკუზენი“ – „აინტრახტი“ 6:1 (6:1)

გოლები: 1:0 ჰავერცი (2), 2:0 ბრანდტი (13), 2:1 კოსტიჩი (14), 3:1 ალარიო (23), 4:1 არანგისი (28), 5:1 ალარიო (34), 6:1 ჰინტერეგერი (36, ა.გ)

თეგებიბუნდესლიგა
0.150759