ფეხბურთი

0:42 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ხეტაფე“ ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება

კვირის სათამაშო დღეს პრიმერაში მთავარი ამბავი „ხეტაფეს“ „ჟირონასთან“ გამარჯვება იყო. ხეტაფელები მე-16 წუთზე ხორხე მოლინამ დააწინაურა. მეორე ტაიმის შუაწელში სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა ბორხა გარსია გააძევა. რვა წუში კი „ხეტაფეს“ უპირატესობა როდრიგეს ანხელმა განამტკიცა. მას საგოლედ ბრუნო გონსალესმა უპასა.

„ხეტაფე“ მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა, უშუალო კონკურენტებს სამი ქულით უსწრებს და კიდევ უფრო მიუახლოვდა ისტორიულ შედეგს - პირველად გასვლას ჩემპიონთა ლიგაში.

ზინედინ ზიდანთან ერთად, „რეალმა“ მეხუთე საშინაო გამარჯვება მოიპოვა. „სამეფო კლუბს“ არანაირი მოტივაცია აღარ აქვს და გონებით უკვე შვებულებაშია. ზაფხულში კი „ბერნაბეუზე“ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.

ერთიცაა, Marca-ს ცნობით, შემადგენლობაში ვერმოხვედრით, ერთობ უკმაყოფილო დარჩენილა გარეთ ბეილი. მოგეხსენებათ, კარიმ ბენზემა ტრავმირებულია და უელსელს ძირითადში მოხვედრის იმედი ჰქონდა.

ესპანეთი

პრიმერა. 36-ე ტური. 5 მაისი

რეალი - ვილიარეალი 3:2

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 46 294

1:0 მარიანო დიასი (2), 1:1 ხერარდი (11), 2:1 ვალიეხო (40), 3:1 მარიანო დიასი (49), კოსტა (90+4)

რეალი: კურტუა, მარსელო, ვარანი, ვალიეხო, კარვახალი, კროოსი, ვალვერდე (ასენსიო 62), კაზემირო, ბრაჰიმ დიასი (ვინისიუსი 74), ვასკესი (ასენსიო 62), მარიანო დიასი

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ვილიარეალი: ფერნანდესი, კინტილია, მორი, გონსალესი, გასპარი (კოსტა 82), კასორლა, იბორა, პედრასა (ტრიგეროსი 56), ფორნალსი (ბაკა 72), ჩუკვეზე, ხერარდი

მწვრთნელი: ხავი კალიეხა

მსაჯი: ხილ მანსანო

გაფრთხილება: მორი (43), გონსალესი (84), იბორა (89)

ხეტაფე - ჟირონა 2:0

1:0 მოლინა (16), 2:0 ანხელი (77)

გაძევება: გარსია (ჟირონა, 69)

ეიბარი - ბეტისი 1:0

1:0 ანხელი (45+1)

68-ე წუთზე ლო ჩელსომ (ბეტისი) ვერ გაიტანა პენალტი

ვალიადოლიდი - ბილბაო 1:0

1:0 რუბიო (21)

უესკა - ვალენსია 2:6

0:1 ვასი (2), 0:2 როდრიგო (16), 0:3, 0:4 მინა (20, 32), 0:5 ეხეიტა (40, საკ. კარში), 0:6 როდრიგო (51), 1:6 მელერო (66), 2:6 გალიარი (90+2, პენ)

0.118655