ბელგიური ინტერნეტპორტალის voetbalkrant.com-ის ინფორმაციით, “გენკის” სპორტული დირექტორის გიუნტერ ჯეიკობი ქართველ ფეხბურთელს თორნიკე ოქრიაშვილს უბრალოდ მეთვალყურედ არ ჩამოჰყვება.
გარდა იმისა, რომ გიუნტერი ევრო-2016-ის შესარევ ციკლში, საქართველოსა და პოლონეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრება, ის ქართველი ფეხბურთელის ოჯახსაც შეხვდება, რომ ოქრიაშვილის მდგომარეობაზე ესაუბროს.
თბილისში ჩამოსვლამდე ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა “გენკისა” და “გენტის” დუბლშემადგენლობების შეხვედრაში (0:0) ითამაშა. იგი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.