სხვა

23:35 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახის განცხადებით, საკრივო ასპარეზობების ორგანიზება რაკეტმშენებლობის ცოდნას არ მოითხოვს

სიდნეიში ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირის ჩატარება სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) გარდა, სხვასაც შეუძლია.

კრივი მნიშვნელოვანი ოლიმპიური სპორტის სახეობაა. ისუნივერსალურია. გვინდა, რომ კრივი წარმოდგენილ იყოს ოლიმპიურპროგრამაში. ჩვენს წინაშე საკითხი ასე დგას: ვისი ორგანიზებითმოხდება ყოველივე? იქნება ეს AIBA, თუ ვინმე სხვა? ყველაფერი AIBA-მიმართ მმართველობასთან, ფინანსებთან, მსაჯობასთან დაკავშირებით დაწყებული ჩვენი გამოძიებისშედეგებზე იქნება დამოკიდებული. ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან სერიოზულია. სპორტული ღონისძიებებისორგანიზება რაკეტმშენებლობის ცოდნას არ მოითხოვს. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ამას შევძლებთ," - განაცხადა თომას ბახმა.

ამგვარად, IOC-ის პრეზიდენტმა AIBA-ს მკაფიოდ მიანიშნა, რომ მისი მომავალი გამოძიების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ასევე მიანიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია AIBA-მ IOC-ის მხრიდან აღიარება დაკარგოს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.073392