სხვა

21:30 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

აჭარამ ვერცხლის მედლები გაინაღდა

გლდანის ცერცვაძის სახელობის ხელბურთის ოლიმპიური მზადების ცენტრში დაიწყო უფროსი ასაკის გოგონათა საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ტური. პირველ დღეს აჭარამ 17-15 მოუგო ყვარელს და მეორე ადგილი გაინაღდა. ჩემპიონობამდე 1 ქულა უკლია ფოთის ოქრო ვერძს, რომელმაც დღეს მძიმე მატჩი მოუგო ქარიშხალას, 24-19.

ფოთელები მეორე ტაიმში 2 ბურთით აგებდნენ, მაგრამ ბოლოში თბილისელებმა ვერ შეძლეს გოგონათა ნაკრების წევრის, ჯგერენაიას შეჩერება. ფოთელთა ლიდერმა სულ 16 გოლი გაიტანა და მისმა გუნდმა 24-19 მოიგო. ქარიშხალა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში 3 ქულით ჩამორჩა სამტრედიას, მაგრამ თამაში მარაგში აქვს და კონკურენტს ხვალ ეთამაშება. სამტრედიამ დღეს მოუგო მამულს, 21-15, პეგასნა დაამარცხა წყალტუბო 17-9, მამულმა - ბათუმი 17-11.

ხვალ მორიგი 6 მატჩია, ჩემპიონატი კი 8 მაისს დასრულდება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

მესამე წრის საერთო ტური. 5-8 მაისი, გლდანი

5 მაისი

ბათუმი - მამული 11-17

ყვარელი - აჭარა 15-17

წყალტუბო - პეგასი 9-17

მამული - სამტრედია 15-21

ფოთი - ქარიშხალა 24-19

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

----------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ

ფოთი---------21--19---1---1--392-263--39

აჭარა----------21--17---0---4--440-308--34

სამტრედია---21--13---2---6--367-315--28

ქარიშხალა---20--12---1---7--479-404--25

ყვარელი------20--10---2---8--374-332--22

პეგასი---------20---9---2---9--361-338--20

ბათუმი-------21---3---1--17--246-370---7

წყალტუბო---21---3---1--17--251-415---7

მამული-------21---2---0--19--323-488---4

6 მაისი

12:00 ბათუმი - ყვარელი

13:00 აჭარა - პეგასი

14:00 ქარიშხალა - სამტრედია

15:00 ყვარელი - წყალტუბო

16:00 პეგასი - ბათუმი

17:00 ფოთი - მამული

7 მაისი

12:00 ყვარელი - ფოთი

13:00 წყალტუბო - ქარიშხალა

14:00 სამტრედია - პეგასი

15:00 მამული - აჭარა

16:00 ქარიშხალა - ბათუმი

8 მაისი

12:00 მამული- წყალტუბო

13:00 აჭარა - ქარიშხალა

14:00 სამტრედია - ყვარელი

15:00 ფოთი - პეგასი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.079792