კალათბურთი

12:13 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ჰიუსტონმა“ სერიაში სხვაობა შეამცირა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ერთი შეხვედრა გაიმართა.

„ჰიუსტონი“ საკუთარ დარბაზში „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდა. ტეხასელები მეორე პერიოდის დასაწყისში წინ გავიდნენ და მაქსიმალური 13 ქულითაც იგებდნენ. მას შემდეგ „მეომრებმა“ მეოთხე მეოთხედში პირველად მოახერხეს წინ გასვლა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 38 წამით ადრე ჯეიმს ჰარდენმა ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო და ანგარიში 112:112 გახადა ბოლო წამზე ჰარდენმა შორეული სამქულიანი ისროლა, მაგრამ ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია და ოვერტაიმი დაინიშნა. დამატებით 5-წუთეულში ჯეიმს ჰარდენის და გორდონის კარგი თამაში წყალობით „ჰიუსტონმა“ საბოლოოდ 126:121 მოიგო და სერიაში სხვაობა შეამცირა 1:2.

მატჩში ყველაზე მეტი 45 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. ჰარდენს 41 ქულა ჰქონდა, გორდონს 30 ქულა. დრეიმონ გრინმა სამმაგი დუბლი შეასრულა 19 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი. მომდევნო შეხვედრა ისევ ტეხასში 7 მაისს თბილისის დროით 05:30 საათზე გაიმართება.

„ჰიუსტონი“ – „გოლდენ სტეიტი“ 126:121 (25:26, 33:23, 33:35, 21:28, ო.ტ. 14:9)

https://www.youtube.com/watch?v=v1hVhekoeGs

თეგები\"ჰიუსტონი\"
0.149167