ფეხბურთი

14:15 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლები ჟოაუ ფელიშის მშობლებს შეხვდნენ

"მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლებმა ლისაბონის "ბენფიკას" 19 წლის შემტევის ჟოაუ ფელიშის მშობლებთან მოლაპარაკება გამართეს. აღნიშნული ინფორმაცია Record-მა გაავრცელა. პორტუგალიურ გამოცემას არ დაუკონკრეტებია თუ რამდენად კანონიერად მოიქცა ინგლისური კლუბი "არწივების" გვერდის ავლით მოლაპარაკება ეწარმოებინა.

ფელიშის მიმართ ინტერესს "ქალაქელების" გარდა "ლივერპული" და სხვა წამყვანი ევროპულიკლუბები იჩენენ. ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბენფიკამ" პირველ გუნდში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დააწინაურა და ჟოაუმ მოლოდინი გაამართლა - შემტევმა 40 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს ფელიშის სატრანსფერო ღირებულება 2-დან 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.115679