ფეხბურთი

2:57 | 5.05.2019 | ნანახია 1860 - ჯერ

თვალცრემლიანი სალაჰი (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „ლივერპულის“ შემტევმა მოჰამედ სალაჰმა ტრავმა მიიღო. „ნიუკასლთან“ შეხვედრის 68-ე წუთზე ეგვიპტელმა „კაჭკაჭთა“ კარის დარაჯ მარტინ დუბრავკასთან შეჯახებისას შედეგად თავში სერიოზული დარტყმა მიიღო.

მომო მოედნიდან თვალცრემლიანი და საკაცით გაიყვანეს, ხოლო „სენტ ჯეიმს პარკის“ პუბლიკამ გაამხნევა და აპლოდისმენტები შეაგება. სანამ „წითლების“ ლიდერი დაზიანებას მიიღებდა, იქამდე გოლის გატანაც მოასწრო და ბომბარდირთა დავაში ლიდერობა გაიმყარა (22 გოლი).

აი, მის ნაცვლად თამაშში დივოკ ორიჯი ჩაერთო და სწორედ ბელგიელი გახდა 86-ე წუთზე გატანილი გოლით მატჩის გმირი და ეგებ, სეზონისაც, ვინ იცის.

რაც შეეხება სალაჰის დაზიანებას - მოგეხსენებათ, „ლივერპულს“ სამიოდ დღეში ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი ელოდება „ბარსელონასთან“, ჯერჯერობით, ზუსტი დიაგნოზი უცნობია. ისე კი, სალაჰი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ და მატჩის ბოლო წუთებს გასახდელიდან მიადევნა თვალი. ნამატჩევს, იურგენ კლოპმაც მცირე კომენტარი გააკეთა:

„თამაშის ბოლო ნაწილს გასახდელიდან უყურა, ის კარგად იყო“, - აღნიშნა გერმანელმა.

შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტის“ ორი ქულით გაასწრო, მაგრამ სეზონის დასრულებამდე თავად ერთადერთი თამაში დარჩა ჩასატარებელი, ხოლო „ქალაქელებს“ - ორი.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:10 | 05.05.2019
RHP (3623)

სტადიონი დატოვა ჩვეულბერივად, არ წაუყვანიათ საავადმყოფოში აზრზეც იყო და ტელევიზორსაც უყურებდა თამაშის ბოლომდე გასახდელშიო გაცილებით უარესს ელოდნენ თუმცა თავის ტრავმაა არავინ გარისკავს მით უფრო ასეთ გადაწყვეტილ თამაშში და მაინც შეიძლება შეამოწმონ კიდე

09:27 | 05.05.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

შარშანდელ ფინალს გავს ეს ყველაფერი.მემგონი არაფერია სერიოზული.ფირმინო არ იქნება სამშაბათს და ამანაც თუ არ ითამაშა

08:33 | 05.05.2019
dinamo222 (8587)

ლივერპულის საიტზეც და სხვაგანაც ანბობენ რომ დიდი არაფერი არ მოსვლია ნოკდაუნში ჩავარდა და კისრის პატარა დაზიანება მიიღო ასე რომ ბარსელონასთვის მწყობრში იქნება !

0.121126