რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში, სანკტ პეტერბურგის „ზენიტმა“ გროზნოში „ახმატთან“ 1:1 ითამაშა, მაგრამ რადგან უშუალო მდევარმა, „ლოკომოტივმა“ ტულაში „არსენალთან“ 0:2 წააგო, ნევისპირელები ტურნირის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე გახდნენ რუსეთის ჩემპიონები.
„ზენიტი“ ისტორიაში მეხუთედ გახდა ჩემპიონი. ბოლო ოთხ წელიწადში კი მეოთხე გამარჯვებულია: 2016 წელს - ცსკა, 2017 – „სპარტაკი“ (ჯანო ანანიძე), 2018 – „ლოკომოტივი“ (საბა კვირკველია), 2019 – „ზენიტი.“
„ზენიტს“ რუსეთის ჩემპიონის თასს სამუდამოდ გადასცემენ, რადგან რსკ-ს დებულებაში წერია: ჩემპიონის თასი სამუდამოდ გადაეცემა გუნდს, რომელიც სამჯერ ზედიზედ, ან ჯამში ხუთჯერ გახდება გამარჯვებული.
ტრიუმფამდე „ზენიტი“ სერგეი სემაკმა მიიყვანა, რომელიც გუნდის მთავარი მწვრთნელი სეზონის დასაწყისში გახდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უნდა დარჩეს,ამაზე უკეთეს კლუბში ეხლა ვერსად ვერ წავა,თან სახლშია.
კროოს რატო წელავ მოაწერე ხელი კონტრაქტს და დაამთავრე ეს გაუგებრობა თუ წასვლა გინდა ეგეც თქვი
4.5 სიტიში როდველს აქვს მგონი
))ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება უძლიერესი ნახევარმცველია!
40 000 უმატებენ ხელფასს და მგონია რომ დარჩება კროოსი,უბრალოდ ზაფხულამდე წავა ალბათ ვაჭრობა ხელფასის ოდენობაზე
აუუუ მოიეს,შენ იყო მართლა ოპოსუმი,თუ ეს კაცი არ დაითრიო
4.5 თს უხდიან ეხლა მანჩესტერი 10 თს უეჭველი მიცემს თუ გადავა
მაგ კაცს ხელი არ დაედოს, ხელფასი მოუმატეთ ტეხავს რო ბუიტენს და მაგას ერთნაირი ჯამაგირი რო აქვს
მემგონი დარჩება. გვარდიოლა მოგიწევთ ჩელსის სტანოკზე მოხვედრა.