ფეხბურთი

21:27 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მარტივი გამარჯვება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერ ბათუმის “დინამოსთან“ ქულათა სხვაობა შეამცირა. ფელის ვისენტეს გუნდმა ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად აჯობა.

სტუმრებმა „დინამოს“ მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა ოდენ პირველ ტაიმში გაუწიეს, როდესაც ლევან კუტალიასა და გიორგი პაპავას გოლებს ვილი ისიანმა უპასუხა. თუმცა, მეორე ნახევარში „დინამოს“ შეცდომები აღარ დაუშვია და უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

კუტალიამ დუბლი გაიფორმა, ხოლო მერე ქარდავამ და მონხილმა ანგარიშს კიდევ უფრო სოლიდური სახე მისცეს. შედეგად, „დინამომ“ 20 ქულას მოუყარა თავი და „ტორპედოსთან“ ერთად სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

„დინამო“ (თბილისი) – „სიონი“ 5:1 (2:1)

გოლები: 1:0 კუტალია (4), 2:0 პაპავა (25), 2:1 ისიანი (27), 3:1 კუტალია (60), 4:1 ქარდავა (85), 5:1 მონხილი (90)

0.128203