ფეხბურთი

22:25 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიუგარი: „მოურინიუ საკუთარ კარიკატურას დაემსგავსა“

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა შემტევმა, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა კრისტოფ დიუგარიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ უნდა ჟოზე მოურინიუმ „პარი სენ ჟერმენი“ ჩაიბაროს, რადგან ის თავისსავე საფეხბურთო იდეებში გაიბლანდა.

ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ტომას ტუხელის წასვლის შემთხვევაში, პარიზული კლუბი შეიძლება პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.

„არა, არ მინდა მოურინიუს პსჟ-ის მწვრთნელად ხილვა. აღარ მომწონს მისი მუშაობა. პორტუგალიელი თავისივე საფეხბურთო იდეებში გაიბლანდა და საკუთარ კარიკატურას დაემსგავსა. ის რომ საკუთარ გულს უსმენდეს, სხვაგვარად მოიქცეოდა“ - უთხრა დიუგარიმ L'Equipe-ს.

შეგახსენებთ, რომ მოურინიუს ბოლო სამუშაო ადგილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ, საიდანაც 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

0.130486