ფეხბურთი

18:22 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"თელავი" ლიდერს არ ჩამორჩა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „თელავი“ „ზუგდიდს“ დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

კახელები ბოლო დროს შესანიშნავად თამაშობენ და ლიდერთა მარაქაშში თავს იმკვიდრებენ. „ზუგდიდის“ ძლევან კი „თელავს“ არ გაძნელებია და მიუხედავად იმისა, რომ 50-ე წუთამდე საყაიმო ანგარიში იყო, მერე სტუმრებმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს და ადვილად მოიგეს.

გუშინ, ორი თამაში გაიმართა და თბილისის „მერანმა“ ფოთის „კოლხეთი“, რომელიც საშინელ სეზონს ატარებს, დაამარცხა, ხოლო „შევარდენმა“ ლანჩხუთის „გურიას“ სტუმრად 3:0 სძლია და სამეულს მიუახლოვდა.

„ზუგდიდი“ – „თელავი“ 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 მასიუტინი (15), 1:1 ნვანკვო (47), 1:2 კვასოვი (50), 1:3 რუხაძე (64), 1:4 კოშკაძე (87)

„მერანი“ (თბ) – „კოლხეთი“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ნიქაბიძე (65), 2:0 გაბისკირია (75), 3:0 ნიქაბიძე (87)

„გურია“ – „შევარდენი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ბაბუნაძე (31), 0:2 ივანიაძე (66), 0:3 ივანიაძე (83)

0.119226