ფეხბურთი

17:25 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეპა: "ინგლისის ლიგის თასის ფინალში მომხდარი ჩემთვის გაკვეთილი იყო"

ლონდონის „ჩელსის“ მეკარე კეპა არიზაბალაგა ამბობს, რომ ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ მომხდარი ინციდენტი მისთვის გაკვეთილი იყო.

„მწვრთნელის სიტყვები და ჯარიმა მივიღე და ჩემთვის გასაგები იყო, რომ შემდეგ თამაშში არ ვითამაშებდი. მე არ ვამაყობ იმით, რაც მაშინ გავაკეთე, ეს იყო რთული მომენტი, რომელიც ჩემთვის გაკვეთილი იყო. ბოდიში მოვიხადე, ცხოვრება და ფეხბურთი გრძელდება და მსგავს ქმედებას მომავალში არ გავიმეორებ.

მიზანი? სეზონის ოთხეულში დასრულება და ევროპა ლიგის მოგება. ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ პირველ სეზონშივე ტიტულის მოგება კარგი იქნება“, - თქვა კეპამ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ლიგის თასის ფინალში კეპა არიზაბალაგამ მაურიციო სარის არ დაუჯერა და როდესაც, იტალიელი მას ცვლიდა, მოედანი არ დატოვა.

0.113818