„გლაზგო რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი შოტლანდიის პრემიერშიფის აპრილის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი იტყობინება.
გასულ თვეში „რეინჯესმა“ 4 თამაში ჩაატარა, ოთხივე მოიგო, 11 გოლი გაიტანა და ერთადერთი გაუშვა. ჯერარდი შოტლანდიაში თვის საუკეთესო სპეციალისტად პირველად დაასახელეს.
გარდა ამისა, პრემიერშიფის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „რეინჯერსის“ წევრი სკოტ არფილდი დასახელდა.