ფეხბურთი

13:00 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუს 100

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ საკლუბო კარიერაში თავით საიუბილეო გოლი გაიტანა. იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში „იუვე“ ტურინულ დერბიში „ტორინოსთან“ (1:1) წაგებას სწორედ პორტუგალიელის 84-ე წუთზე გატანილმა გოლმა იხსნა.

როგორც სტატისტიკოსები ამბობენ, ეს კრიშტიანუს მეასე გოლი იყო უშუალოდ თავური დარტყმით საკლუბო კარიერაში (ჯამში კი, 601-ე).

შეგახსენებთ, რონალდუ „იუვეს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 41 მატჩში 34 წლის ვარსკვლავმა 28 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.

0.115248