ფეხბურთი

23:44 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტი "არსენალის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ლონდონის "არსენალის" გულშემატკივრებმა 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ალექსანდრ ლაკაზეტი დაასახელეს. ფრანგმა თავდამსხმელმა გამოკითხვაში ხმების 35% მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია "მეთოფეების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლაკაზეტმა მიმდინარე სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 18 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფრანგი მოედანზე საშუალოდ 66 წუთს ატარებს და გოლი საშუალოდ 170 წუთში ერთხელ გააქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116356