„არსენალის“ თავდამსხმელმა პიერ ემერიკ ობამეიანგმა, „ვალენსიასთან“ ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (3:1), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„თამაში ცუდად დავიწყეთ, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ გამოვფხიზლდით. ჯამში კარგი მატჩი გამოგვივიდა.
მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს. ფინალში გასვლაც შეგვიძლია, მაგრამ ვიცით, რომ საპასუხო შეხვედრაც მძიმე იქნება.
შარშან „არსენალი“ ნახევარფინალში გამოეთიშა ტურნირს. მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლეთ და ამჯერად იმედია შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ.“ - უთხრა გაბონელმა შემტევმა უეფას პრესსამსახურს.
საპასუხო ნახევარფინალური მატჩი ვალენსიაში 9 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.