კალათბურთი

11:23 | 3.05.2019 | ნანახია 770 - ჯერ

„ფილადელფია“ სერიაში დაწინაურდა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ერთი შეხვედრა გაიმართა.

„ფილადელფიამ“ შინ „ტორონტო“ 116:95 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. ფილადელფიელები მატჩის სტარტზევე ანგარიშით წინ გავიდნენ და შეხვედრის ბოლომდე კანადელები მდევრის როლში იყვნენ. ჯოელ ემბიდიმ გუნდს 33 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი შესძინა. „ტორონტოში“ კავაი ლეონარდი გამოირჩა, რომელსაც 33 ქულა ჰქონდა.

სერიის მეოთხე შეხვედრა ფილადელფიაში 5 მაისს თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.

„ფილადელფია“ – „ტორონტო“ 116:95 (32:29, 32:24, 25:28, 27:14)

https://www.youtube.com/watch?v=hyoQIpl-g6I


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:55 | 03.05.2019
zviadi-shxefi (6306)

ისე არც მთლად ამოუხსნელი ფენომენია უცოდინრების გაქაჩვა საქართველოში მაგრამ მაინც არასასიამოვნოა როცა რეპორტაჟი მიყავს კალათბურთის არ მცოდნე ადამიანს. კაცი რომ იტყვის ბატლერი კოვინკტონის დონეაო (აქაც დაიჯერა ბევრმა) იმან თუ რამდენი კაცი თამაშობს კალათბურთს რომ არ იცოდეს არ გამიკვირდება

19:39 | 03.05.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კი ბატლერს ვერ აფასებენ ისე როგორც საჭიროა ძალიან მაგარია ჯიმი მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ წელს საშინელი რეგურალირი ქონდა

18:49 | 03.05.2019
zviadi-shxefi (6306)

ფილას ძალიან მაგარი გუნდი ყავს და ბოსტონი ფილა გავლენ რაც შეიძლება ითქვას გამოვიცანი მაგრამ დასავლეთში კი ჩაისვარა ხისთავამ. ფინალი ბოსტონი-გოლდენი მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაგარია კამერუნელი. დღეს თუ გინდა გუნდის აწყობა უნდა დაითრიო ემბიდი და არა ლებრონი. ისე კი ჩვევია ლეიკერს აღმოსავლელი მონსტრების (ჩემბერლენი, შაკი, ჯაბარი) დამატება და მიკვირს დღევანდელი შეფობა საერთოდ რომ არ აკეთებს არაფერს ამ მხრივ, მიკვირს მაგრამ რათქმაუნდა არ მწყინს და მირჩევნია ბოსტონი შეეშვას დევისს და ემბიდზე გადაერთოს.

17:27 | 03.05.2019
Digmeli (188)

რეალურად ფილადელფიას უკეთესი გუნდი ყავს მაგრამ აქამდე ყველა თავისას უბერავდა, ტორონტო მაინც ბოლომდე იბრძოლებს.

13:35 | 03.05.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ემბიდი ყველაზე მაგარი მაღალია დღეს მონსტრია.ყოჩაღ ფილადელფიას ფაქტია ნელნელა უმატებენ ამ წყვილში სავარაუდოდ 7თამაში იქნება

13:13 | 03.05.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

აღმოსავლეთში პლეიოფის საწყისი რაუნდი კი მოაყომარეს მარტივად, მაგრამ ამ ეტაპიდან მაგარი ომი წავიდა. შემდეგ კონფერენციის ფინალში დახოცავენ ერთმანეთს და მთავარ ფინალში ვინც გავა ისტიდან, მგონი ყველანაირად მზად იქნება გოლდენს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს.

12:33 | 03.05.2019
Lm10 (377)

ტორონტომ თუ შემდეგი თამაში ვერ წამოიღო წააგებს სერიას 3-1 დან ეგ აღარაფრის ამომქაჩველი აღარ იქნება...ბოსტონი მაინც მგონია რომ სუპერ ფინალს ითამაშებს აღმოსავლეთიდან აქედან კი ყველამ ვიცით ვინც ითამაშებს თუ რა თქმა უნდა კარი დაუბრუნდა პარკეტს.

0.12286