თამაშგარე

14:18 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაზე წუწუნებს ალესანდრო დელ პიერო?

იტალიური ფეხბურთის ლეგენდის, ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, ალესანდრო დელ პიეროს შესახებ ევროპის ბულვარულ მედიაში ბოლო წლებში არც ისე ბევრი იწერება. არადა დრო იყო, როდესაც ალესანდრო და მისი ცოლი, ყოფილი მოდელი სონია ამორუზო “ყვითელი მოკალმეების“ ერთ-ერთი საყვარელი “საკბილონი“ იყვნენ.

ალესანდრო დელ პიერო არასოდეს ყოფილა ის ადამიანი, რომელსაც პოპულარობისათვის რაიმე ხრიკისა და ფანდის მოგონება დასჭირვებია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სონია ამორუზოზე, რომელიც ერთ დროს წარმატებული მოდელი იყო და მისი ტან-ფეხის სანახავად საპოდიუმე ფიცარნაგთან მრავალი მოდარაჯე თვალი იყო ჩასაფრებული.

ამ რამდენიმე დღის წინ, ალესანდრო დელ პიერომ ერთ-ერთ იტალიური ინტერნეტ-გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ ცოტა არ იყოს გული ტკივა, თუ მედიამ ასე მალე რატომ მიივიწყა. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ბულვარული მედიის ინტერესისგან თავის დაღწევას თავისი მრავალი დადებითი შედეგი გააჩნია.

0.111583