ფეხბურთი

3:17 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: "ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მესის ესპანეთის ნაკრებში ეთამაშა"

ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ვისენტე დელ ბოსკე წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ ლიონელ მესი ესპანეთის ნაკრებში თამაშზე ვერ დაიყოლიეს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მესის „ლა როხას“ რიგებში ეთამაშა, მაგრამ მან წინადადება არ მიიღო, რადგან თავისი ქვეყანა უყვარს. რა თქმა უნდა, მისი დახმარებით უკეთესები ვიქნებოდით, მესი მესია და ის მხოლოდ ერთია. მისი გაწვრთნა ოცნება იქნებოდა“, - თქვა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, დელ ბოსკენ ესპანეთის ნაკრებს 2008-2016 წლებში ავარჯიშებდა, ხოლო მესის პირნელები თავისი ქვეყნის მთავარ გუნდში თამაშს მანამდე სთავაზობდნენ.

0.119491