პოლონეთის თასის ფინალში „ლეხიამ“ „იაგელონია“ დაამარცხა და ტიტულის მოგება შეძლო. მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მსაჯის მე-6 დამატებულ წუთზე გავიდა და რომელიც, კურიოზული გამოდგა.
89-ე წუთზე „ლეხიას“ ფეხბურთელმა ფლავიო პაისაომ შეძლო გატანა, მაგრამ მსაჯმა გოლი ვიდეორეფერის დახმარებით გააუქმა. მიუხედავად ამისა, 7 წუთის შემდეგ არტურ სობიეხმა გამარჯვების გოლი მაინც გაიტანა.
გოლი არ გავიდოდა, რომ არა „იაგელონიას“ კარის დარაჯის მარიან კელემენის უცნაური და უხეში შეცდომა. მეკარე ბურთს თითქოს აუღელვებლად უნდა დაუფლებოდა, მაგრამ სანამ მის ხელში ჩაგდებას მშვიდად ელოდებოდა, იქამდე სობიეხმა დაასწრო და კურიოზული გოლიც გავიდა.