ინგლისური „ლივერპულის“ ქომაგები უეფასგან ლიონელ მესის დასჯას მოითხოვენ. „წითლებისა“ და „ბარსელონას“ მატჩში არგენტინელმა ერთ-ერთ ეპიზოდში ფაბინიოს სახეში ჩაარტყა.
ეს ეპიზოდი ბიორნ კუიპერსა და ვიდეორეფერის შეუმჩვენეველი დარჩათ, მაგრამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში 3:0 დაამარცხა და მესიმ ორი გოლის გატანა მოახერხა.