ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი მატის დე ლიხტი ზაფხულში ჰოლანდიას დატოვებს და კარიერას ევროპის რომელიმე გრანდში გააგრძელებს. ჰოლანდიელს მსურველები არ აკლია - „ბარსელონა“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“.
Mundo Deportivo-ს ცნობით, დე ლიხტის აგენტი მინო რაიოლა საქმეში სერიოზულადაა ჩართული და კლიენტს „ბარსელონაში“ ტრანსფერი დაუბლოკა. გავრცელებული ინფორმაციით, რაიოლა 19 წლის მცველს „ბაიერნში“, „იუვენტუსში“ ან „მანჩესტერში“ გადასვლას ურჩევს.
დე ლიხტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა და მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ ევროს შეადგენს.