საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 11 ოქტომბერს შოტლანდიასთან და 14 ოქტომბერს გიბრალტართან სტუმრად ჩასატარებელი მატჩებისთვის, შეკრებაზე დანიის “ოდენსეს” თავდამსხმელ ლადო დვალიშვილთან ერთად, კვიპროსის “ოთელოსის” ნახევარმცველი ლევან ხმალაძე გამოიძახა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ქეცბაიამ ხსენებულ მოთამაშეებს მას მერე უხმო, რაც გაირკვა, რომ შეკრებაზე რიგის “სკონტოს” მცველი ლაშა დვალი და ლუცკის “ვოლინის” ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ვერ ჩავიდოდნენ.
ეროვნული გუნდი გლაზგოში 6 ოქტომბერს შეიკრიბება და დღესდღეობით ქეცბაიას რჩეულთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო“).
მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია („გოვერლა“, უკრაინა) სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი („ბოლუსფორი“, თურქეთი), დავით კვირკველია („სამტრედია“).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი), ავთო ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია“), ლევან ხმალაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია (ყველა „დინამო“, თბილისი).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი („ფლამურტარი“, ალბანეთი), ვლადიმერ დვალიშვილი („ოდენსე“, დანია).