მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი ნახევამცველი, ტომას მიულერი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბს დატოვებს და კარიერას იტალიაში გააგრძელებს. Kicker-ის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა ორივე მილანურ კლუბს „ინტერს“ და „მილანს“ სურს. მათ გერმანული კლუბის ოფისში უკვე მოთხოვნაც გაუგზავნიათ.
ასევე მიულერით ერთი ინგლისური გუნდიც ყოფილა დაინტერესებული, რომლის სახელი არ საჯაროვდება.
მიულერი „ბაიერნის“ აღზრდილია და მთელი კარიერის განმავლობაში, 2007 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ ბავარიული კლუბის მაისურით უთამაშია.
„ბაიერნთან“ ერთად მან შვიდჯერ გერმანიის ჩემპიონობა, ოთხჯერ ქვეყნის თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა.
2014 წელს მიულერი გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მიმდინარე სეზონში მიულერმა ბუნდესლიგის 29 მატჩში 6 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასით გამოირჩა.