ფეხბურთი

12:23 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „კლოპს 3,5 წელიწადში არაფერი მოუგია, მაგრამ მაინც ენდობიან“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებთან იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომლის გადალახვაც სპეციალისტს ახალი გუნდის შერჩევისას უხდება. საილუსტაციოდ ხოსეპ გვარდიოლასა და იურგენ კლოპის მაგალითები მოიყვანა.

„ისეთ კლუბში მინდა წავიდე, სადაც გვარდიოლასავით ან კლოპივით პირობები მექნება. შეხედეთ „ლივერპულის“ შემადგენლობას, მხოლოდ ორიდე ფეხბურთელი დარჩა ძველი გუნდიდან კლოპის მისვლის შემდეგ.

გაიხსენეთ, გვარდიოლა უკმაყოფილო იყო განაპირა მცველებით და ოთხი მოთამაშის ყიდვის უფლება მისცეს.

კლოპს 3,5 წლის განმავლობაში არაფერი მოუგია, მაგრამ მაინც ენდობიან. მას წყნარად შეუძლია გააგრძელოს მუშაობა.

მოლაპარაკებას მანამდე არ დავიწყებ, სანამ არ დავრწმუნდები რა სურს კლუბს და რისი გაღება შეუძლია წარმატების მისაღწევად.“ - უთხრა პორტუგალიელმა სპეციალისტმა beIN Sports-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114169