თამაშგარე

11:15 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბალაკის ცოლი ქმრის უიღბლობას მისტირის

სულ რაღაც შვიდი წელია, რაც ერთ დროს ყველაზე პოპულარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, მიჰაელ ბალაკმა საფეხბურთო კარიერა დაასრულად და იგი თითქოს ყველას მიავიწყდა. თუმცა, ცხადია არ მივიწყებია ცოლს, რომელმაც გერმანელ ჟურნალისტებს ამ ცოტა ხნის წინ საკმაოდ გულდამთუთქველი რამეები უთხრა. ბალაკის ცოლი, ყოფილი მოდელი სიმონე ლამბე, ცნობილ ფეხბურთელთა ცოლების იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებმაც ფეხბურთიც კარგად იციან და ქმრის კარიერასაც ექსპერტის თვალით უყურებენ. ჰოდა, სიმონე ლამბემაც დიდი გულისტკივილით ისაუბრა იმაზე, რომ მისმა საყვარელმა მიჰაილმა ფაქტობრივად ვერც ერთი დიდი საკლუბო ტიტული ვერ მოიპოვა. სიმონე ლამბე ამბობს, რომ მიჰაილს ბედი არასოდეს წყალობდა და არც მწვრთნელებში უმართლებდა. სხვანაირად იგი ვერ ხსნის იმ უბედურებას, რომ ბალაკს სანაკრებო კარიერისგან განსხვავებით, საკლუბო ასპარეზზე განსაკუთრებული მიღწევები არა აქვს. არადა, ამ კაცს შესაძლებლობები რომ დიდი ქონდა - ეს ყველას გვახსოვს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125968