ჩოგბურთი

10:27 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა მხრის ტრავმამ შეაწუხა

რუსმა ჩოგბურთელმა, მარია შარაპოვამ, რომის ტურნირზე - რომელიც 12-20 მაისს გაიმართება - გამოსვლაზე უარი თქვა. მის ადგილს სლოვაკი ვიკტორია კუჟმოვა დაიკავებს.

შარაპოვა მხრის ტრავმას იშუშებს, რომელიც მან თებერვალში მიიღო სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე. მას შტუტგარტის ტურნირზეც სურდა მონაწილეობა, ორგანიზატიორებმა wild card-იც მისცეს, მაგრამ აღდგენა ვერ მოასწრო.

ამჟამად შარაპოვა ქალთა საჩოგბურთო რეიტინგში 28-ე ადგილზეა. თუმცა რომის ტურნირის გამოტოვების კვალად, კიდევ დაქვეითდება. წლევანდელ სეზონში 31 წლის მარიამ სამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ორს, მხრის ტრავმის გამო ნაადრევად ჩამოშორდა.

0.114731