ფეხბურთი

9:49 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა ფეხბურთიდან წასვლა მოუწევს

კარდიოლოგმა, ხუან ანტონიო კორბალანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „პორტუს“ მეკარე, იკერ კასილიასი, რომელმაც 1 მაისს მიკროინფარქტი გადაიტანა, იძულებული იქნება საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.

„არ შეიძლება ფეხბურთის თამაში, როცა კორონალური სტენტი გაქვს ჩაყენებული. იკერი ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ პროფესიონალი მოთამაშის კარიერასთან დამშვიდობება მოუწევს.“ - უთხრა კორბალანმა AS-ს.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს დილით, „პორტუს“ ვარჯიშისას, კასილიასმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ის მაშინვე ქალაქის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გულის ოპერაცია გაუკეთეს. ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114135