კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ „ლივერპულთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტი თავისი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით ძალიან კმაყოფილი ჩანდა.
„შესანიშნავი თამაში იყო, შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. ეს იყო ბრძოლა და ჩვენ გავიმარჯვეთ. ხდება, როდესაც რიტმს აკონტროლებ და თამაშს დომირინებ, მაგრამ ზოგჯერ პირიქით, რიტმს გიკონტროლებენ. დღეს რთული მატჩი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ძვირფასი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენ სამი ტიტულისთვის ბრძოლაში ვართ და იმედი მაქვს, რომ ბოლოს სამივეს მოვიგებთ“, - აღნიშნა ვალვერდემ.
შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი 7 მაისს, ლივერპულში, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ „ბლაუგრანამ“ ესპანეთის ჩემპიონობა უკვე გაიფორმა, ხოლო სამეფო თასზე ფინალშია გასული და ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ძალიან ახლოსაა.