ჩოგბურთი

22:50 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მაროკოს დედაქალაქ რაბათში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ნახევარფინალში ითამაშებს.

კალაშნიკოვამა და ესპანელმა ხეორხინა გარსია პერესმა დღეს ბრიტანელები – ჰარიეტ დარტი და იოჰანა კონტა დამაჯერებლად – 6:0, 6:2 დაამარცხეს და ფინალის საგზურისთვის რუმინელ ანა ბოგდანსა და ბულგარელ ისაბელა შინიკოვას გაეჯიბრებიან.

0.151591