ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ესპანურ ლე ფრანკეს დელ ვალეში მიმდინარე 60-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში ფრანგი ოსეან დოდინი 6:3, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია.
მე-3 ნომრად განთესილი ბოლქვაძე შემდეგ შეხვედრას ესპანელ ნურია პარიზას-დიაზთან ჩაატარებს.
წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში მარიამი და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი ესპანელ პარეს აზკოიტიასა და რუმინელ როსკას ეთამაშებიან.
ქართველმა და უზბეკმა ჩოგბურთელებმა სოფო შაფათავამა და აკგულ ანანამურადოვამ, რომლებიც გერმანულ ვისბადენში მიმდინარე 60-ათასიან ტურნირზე მე-4 განთესვით ირჯებიან, მეოთხედფინალში უბრძოლველად გააღწიეს.
შაფათავა და ანანმურადოვა საწყის რაუნდში ფრენგებს – ვიკტორია მუნტეანსა და დიან პერის უნდა გაჯიბრებოდნენ, თუმცა, მეტოქეები კორტზე არ გამოცხადდნენ.
უკვე ცნობილია, რომ სოფო და აკგული ნახევარფინალის საგზურისთვის არგენტინელ ნადია პოდორსკასა და გერმანელ ანა ზაიას გაეჯიბრებიან.
თურქულ ანტალიაში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში ანა მაქაცარია მე-6 ნომრად განთესილ ინდოელ ჯენიფერ ლუიკჰამს გაეჯიბრა და 7:6 (8:6), 6:7 (4:7), 2:6 დამარცხდა.