იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში „პარმა“ და „სამპდორია“ განსხვავებული სტილის მაისურებით ითამაშებენ. ორივე გუნდის გულშემატკივრებს შორის 30-წლიანი მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებით, ტექნიკურმა სპონსორებმა Joma-მ და Errea-მ განსაკუთრებული მაისურები დაამზადეს.
„სამპდორიას“ მაისურზე დატანილია „პარმას“ დამახასიათებელი უზარმაზარი ჯვარი, ხოლო „პარმა“ თავის მხრივ „სამპასთვის“ ჩვეული სხვადასხვა ფერების ვიწრო ზოლებით შეიმოსება.
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული შეხვედრა 5 მაისს შედგება.