ფეხბურთი

13:16 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოგბამ კრიტიკოსებს უპასუხა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგმა ვარსკვლავმა, პოლ პოგბამ, ყოფილი იუნაიტედელების, ამჟამად კი ტელეექსპერტების, როი კინისა და პოლ სქოულზის კრიტიკას უპასუხა.

„ბრიტანელი ექსპერტების კრიტიკა? არ მაღელვებს. ისინი ფულს კამერასთან ლაპარაკში იღებენ. მე კი ჩემს საქმეს მინდორზე ვაკეთებ. შეუძლიათ ილაპარაკონ, რაც უნდათ, რადგან თანხას ამაში უხდიან. მე სიტყვებისთვის ფულს არავინ მაძლევს. ჯამაგირს ფეხბურთის თამაშში, მინდორზე ბრძოლაში ვიღებ. ეს არის და ეს.“ - ციტირებს პოგბას სიტყვებს Daily Express.

პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016 წლიდან თამაშობს.

0.151797