ფეხბურთი

4:04 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტმა "აიაქსის" წარმატების საიდუმლო გაამხილა

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანმა მატის დე ლიხტმა ლონდონში, „ტოტენჰემის“ დამარცხების შემდეგ (1:0) ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი წარმატების საიდუმლო მეგობრობაა.

19 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის განცხადებით, ყველანი ერთმანეთისთვის იბრძვიან და ამას შედეგი მოაქვს:

„ძალიან კმაყოფილები ვართ, „ტოტენჰემთან“ თამაში ყოველთვის რთულია, რადგან ძალიან ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს. მადრიდი ჯერ კიდევ შორსაა, მეორე თამაში უნდა ვითამაშოთ, 90 წუთი და გამოჩნდება გავალთ თუ არა ფინალში.

ჩემი მომავალი? ამაზე ახლა არ ვფიქრობ, მხოლოდ ვთამაშობ და ვნახოთ შემდეგ რა მოხდება. „აიაქსზე“ ვარ კონკცენტირებული, ეს ფანტასტიკური გზა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი საიდუმლო? ჩვენ „აიაქსის“ სისხლით გავიზარდეთ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ყველა მეგობრები ვართ და ერთმანეთისთვის ვიბრძვით. არ გვყავს ვარსკვლავები, მაგრა გუნდი ვართ.

მე ვარსკვლავი ვარ? არა, ნორმალური ბიჭი ვარ, რომელიც ნახევარფინალში გავიდა“, - განაცხადა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, „აიაქსისა“ და „ტოტენჰემის“ საპასუხო მატჩი 8 მაისს, ამსტერდამში გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ დე ლიხტი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა (19 წლისა და 261 დღის).

0.127146