ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ტოტენჰემთან“ ლონდონში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჰოლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი თამაშის დასაწყისში შთამბეჭდავი იყო.
„ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ მთლიანობაში, მაგრამ განსაკუთრებით საწყის 20 წუთში შთამბეჭდავი იყო ჩემი გუნდის თამაში. სტუმრად გოლის გატანა უმნიშვნელოვანესია და თანაც, გამარჯვება პირველ შეხვედრაში. „ტოტენჰემი“ მეორე ტაიმში უფრო მეტად იბრძოდა და თამაშში იყო, მაგრამ ჩვენ მეტოქე საკუთარ სახლშივე დავამარცხეთ. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ტაიმი იყო და ჩვენ მხოლოდ გზის ნახევარი გავიარეთ.
უნდა ვთქვა, რომ გოლის შემდეგ თავს კარგად ვიცავდით, მეორე ტაიმში კი უკეთესი იქნებოდა ბურთი უფრო გაგვეკონტროლებინა. ფინალში გასასვლელად საჭირო იქნება ამსტერდამში ამ კუთხით უკეთ ვითამაშოთ. მადრიდის ფინალზე არ ვფიქრობ, არამდე შემდეგ მატჩზე, რომელიც როტერდამში გველოდება.
დე ლიხტი? ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, როდესაც ნდობას ხედავს, ამას მთელ გუნდს გადასცემს“, - განაცხადა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, „აიაქსისა“ და „ტოტენჰემის“ საპასუხო მატჩი 8 მაისს, ამსტერდამში გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შარლატანი
პენალტის გარდა მომენტი ვერ შექმენი და როგორ ითამაშე კარგად.სანე დე ბრუინი სკამზე როგორ უნდა დატოვო.ეს თამაში გვარდიოლამ წააგო და საქმე გაირთულა.კეინის გარეშე გაუჭირდება ტოტენჰემს მაგრამ გასვლაზე თუ შეაგდო სიტს არ ექნება სსაქმე კარგად
კაი პეპ როგორ არ გითამაშიათ ახლა ცუდად, გასაგებია რო აგუერომ პენალტი გამაზა მარა ნუ რა უნდოდა ძირითადში გიუნდოგანს როცა დე ბრუინი შეუვიდა სასწაულ ფორმაში და რა უნდოდა მაჰრეზს როცა ლერო სკამზე გყავს მითუმეტეს სანეს არ უთამაშია ვიქენდზე თამაში ამით რო გაეპრავებია. მოუნდა ძალების დაზოგვით მოგება და მიიღო ის რაც მიიღო, მთლიანად პეპის კისერზეა ეს მარცხი ჩემი აზრით.
იმედია მეორე თამაშში დაბომბავენ ტოტენჰემს და თავის თამაშს ითამაშებენ.
74%ით მგონია, რომ სიტი მაინც გააღწევს ნახევარფინალში