ფეხბურთი

23:59 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "აზარის კონტრაქტი "ჩელსის" პრობლემაა"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ედენ აზარის მომავლის შესახებ საუბრობს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, არ იცის დარჩება თუ არა, ბელგიელი ლონდონურ კლუბში.

„გააგრძელებს თუ არა აზარი კონტრაქტს „ჩელსისთან“? - არ ვიცი. ამის შესახებ კლუბს უნდა ჰკითხოთ, მისი კონტრაქტი მათი პრობლემაა, მაგრამ მე მინდა ფეხბურთელის გადაწყვეტილებას პატივი ვცე და რა იქნება ამ სეზონის შემდეგ ამჟამად არ ვიცი.

ჩემთვის ეს არაა მნიშვნელოვანია, ძალიან კმაყოფილი ვარ ედენით, რადგან ძალიან კარგად თამაშობს და შესაბამისად, მასთან მუშაობით ძალიან ბედნიერი ვარ“, - თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეუწრება და ამ დრომდე მის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს. ბელგიელ შემტევს უცხოური მედია მადრიდის „რეალს“ აქტიურად უკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11162