მადრიდის "ატლეტიკოს" 31 წლის არგენტინელი შემტევის გონსალო იგუაინის გადაბირება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
იგუაინი "იუვენტუსის" საკუთრებაა, ამჟამად "ჩელსიში" არის განათხოვრებული. წყაროს ცნობით მადრიდელები არგენტინელის შეძენას ზაფხულის სატრანსფეროს ფანჯრის დროს აპირებენ.
იგუაინი "ჩელსის" წლის დასაწყისში შეურთდა, 12 შეხვედრა ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.