38 წლის "რედინგის" ირლანდიელი მცველი ჯონი ოში სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ოში 1999-2011 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა, სადაც 256 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. 2011-18 წლებში "სანდერლენდში" თამაშობდა, სადაც 226 მატჩი ჩაატარა. 2018 წლიდან კი "რედინგის" მაისურით ირჯება.
ჯონმა საკლუბო კარიერაში 14 ტიტული მოიპოვა.