იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა, სადაც ოძეკის პოზიციაზე ვეღარ ვხედავთ ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ქართველ სეკიტორ ლევან გორგაძეს.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა გასულ ორ სუპერტურნირზე უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) დააფიქსირა, რის გამოც დასავლეთის მე-2 ოძეკის ტიტული დასავლეთისვე სეკივაკის წოდებაზე გაცვალა. ლევანისთვის კარგი ისაა, რომ მომდევნო ბაშოზე 10 ან მეტი ორთაბრძოლის მოგების შემთხვევაში, ის პრესტიჟულ ტიტულს დაიბრუნებს.
მაისის სუპერტურნირზე ოძეკის რანგში დებიუტი ექნება იაპონელ ტაკაკეიშოს, რომელმაც გასული შეჯიბრის ბოლო ტურში გორგაძეს უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლა მოუგო და ფაქტობრივად, წოდებაც აართვა.
ოძეკის ტიტულს ინარჩუნებენ გოეიდო და ტაკაიასუ, იოკოძუნას რანგში, უკვე ტრადიციულად, ჰაკუჰო და კაკურიუ გაირჯებიან, ტოჩინოშინის დარად, სეკივაკეობა ერგო გასული ბაშოს ვიცე-ჩემპიონ იჩინოჯოს, აოიამა და მიტაკეუმი კი დოჰიოზე კომუსუბის წოდებით გავლენ.
რეიტინგი მცირე წინსვლა განიცადა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ, რომელმაც მარტში მინიმალური კაჩი-კოში (8 მოგება, 7 მარცხი) დააფიქსირა. ქართველმა გოლიათმა 1 საფეხურით აინაცვლა და ახლა, რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში აღმოსავლეთის მე-7 ნომრის რანგში ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული ნაცუ ბაშო 12-26 მაისს სუმოს მექად წოდებულ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” შედგება.