ფეხბურთი

11:34 | 30.04.2019 | ნანახია 560 - ჯერ

„ბარსელონა“ კლოპს - „კამპ ნოუ“ ჩვენი სახლი, ტაძარი და ციხესიმაგრეა“

„ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ „ტვიტერზე,“ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ, გამოაქვეყნა სლოგანი: „კამპ ნოუ“ ჩვენი სახლი, ტაძარი და ციხესიმაგრეა.“

ეს იყო პასუხი „ლივერპულის“ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, რომელმაც გუშინ პრესკონფერენციაზე თქვა: „კამპ ნოუ“ უბრალოდ სტადიონია და არა ტაძარიო.

„კამპ ნოუ“ უბრალოდ სტადიონია. დიდრონია, მაგრამ საფეხბურთო ტაძარი არ არის. ერთხელაც აქ უნდა ჩამოვსულიყავით და აი, ჩამოვედით. ამ სტადიონზე თამაში ძალიან რთულია და სტუმარი გუნდი ფავორიტად ვერ ჩაითვლება.“ - განაცხადა კლოპმა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:42 | 30.04.2019
ბაბუ პერესი (16691)

ამის გამო ძაან ღრმად შეუვა კლოპს,არ უნდა წაეკბინა კამპნოუსთვის)))

17:39 | 30.04.2019
CR7NOLE (15561)

წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას...

0.141733