ფეხბურთი

10:49 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: „მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან მოგვიწევს თამაში“

„ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს საკუთარი აზრი გაუზიარა.

„ვფიქრობ, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ეს ადრეც მითქვამს. იცით როგორ ვთამაშობთ ჩვენ, ყველა თავს ვიცავთ და ყველა ვუტევთ. მესისთან გამკლავება ძალიან რთული იქნება, მაგრამ „ლივერპული“ მზადაა ამისათვის. თანაც, „ბარსელონას“ სხვა გამორჩეული მოთამაშეებიც ხომ ჰყავს.

ყველაფერს გავაკეთებთ ფინალში გასასვლელად.“ - უთხრა ჰოლანდიელმა FourFourTwo-ს.

„ბარსელონასა“ „ლივერპულის“ მატჩი, ხვალ, 1 მაისს გაიმართება „კამპ ნოუზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.127254