ბრაზილიის საგადასახადო სამსახურმა ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის, ნეიმარის ოჯახს ქონების ნაწილი დაუყადაღა. მიზეზი 2013 წელს ფეხბურთელის „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლისას გადასახადებისთვის თავის არიდებაა.
UOL-ის ცნობით, ნეიმარების ოჯახს ჯარიმად 15,7 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს.
დაყადაღებულ ნივთებს შორისაა თვითმფრინავი Cessna Citation 680, რომლის ფასი დაახლოებით 18 მილიონი ევროა და ასევე 2 მილიონად შფასებული ვერტმფრენი Eurocopter 130 B4.