ფეხბურთი

9:04 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლუივერტი: „როცა „რეალს“ და „იუვენტუსს“ მოუგებ, სისულელეა ვინმესი გეშინოდეს“

„აიაქსის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, პატრიკ კლუივერტმა, „ტოტენჰემთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამაყობს დღვანდელი „აიაქსით,“ რომელმაც წლევანდელ ტურნირში უკვე მოუგო მადრიდის „რეალს“ და ტურინის „იუვენტუსს.“

„როცა „რეალს“ და „იუვენტუსს“ დაამარცხებ, სისულელეა ვინმესი გეშინოდეს. „აიაქსი“ წლეულს შესანიშნავ სეზონს ატარებს. ვამაყობ ამ ბიჭებით და ვეტყოდი, რომ უფრო გამბედავები იყვნენ. გამოიყენონ საკუთარი ძლიერი მხარეები. არ ინერვიულონ და უბრალოდ მიიღონ ფეხბურთისგან სიამოვნება. „ - ციტირებს კლუივერტის სიტყვება უეფას პრესსსამსახური.

„ტოტენჰემისა“ და „აიაქსის“ პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დღეს, 30 აპრილს გაიმართება ლონდონში და თბილისის დროით, 23 საათზე დაიწყება.

0.133339